მსოფლიოიტალიასაზოგადოება
ძლიერმა სიცხემ იტალიაში სამი ადამიანი იმსხვერპლა
ძლიერი სიცხის გამო იტალიაში სამი ადამიანი დაიღუპა.
განგაშის ყველაზე მაღალი – წითელი დონე ქვეყნის 16 დიდ ქალაქშია გამოცხადებული, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.
მედიკოსები მოქალაქეებს შუადღის განმავლობაში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა წლის ამ პერიოდისთვის 1950-იანი წლების შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.
მსგავს თემაზე: იტალიაში რეკორდული სიცხეები იწყება – აფრიკული ანტიციკლონის ახალი ტალღა
კომენტარები