იტალიასაზოგადოება

გენუაში ჩამონგრეული ხიდის ადგილას ახალი ვიადუკის მშენებლობა დაიწყო

25 ივნისს იტალიის ქალაქ გენუაში ახალი საავტომობილო ვიადუკის მშენებლობა დაიწყო, 2018 წლის აგვისტოში ჩამონგრეული პონტე მორანდის (იტალ. მორანდის ხიდი) ადგილას.

ახალი კონსტრუქციის მშენებლობას  უძღვება ცნობილი იტალიელი არქიტექტორი რენცო პიანო. ამ კვირაში ააფეთქებენ დანგრეული ხიდის დარჩენილ საყრდენებს. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, დანილო ტონინელის თქმით, ახალი ვიადუკი 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

როგორც ცნობილია, გენუაში პონტე მორანდი 2018 წლის 14 აგვისტოს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 43 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი. ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემულია 20 ადამიანი, მათ შორის, ხიდის მომსახურე კომპანია Autostrade per l’Italia-ს წარმომადგენლები.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close