შანხაის კინოფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდო დიტო ცინცაძის ფილმმა მიიღო
აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდო გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმს „ჩაისუნთქე-ამოისუნთქეს“ მიანიჭეს. ამავე ფილმში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა.
ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ ამ კინოფორუმზე 22 ივნისს შედგა. „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ საქართველოს, რუსეთისა და შვედეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის სცენარის ავტორია მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე.
გარდა ამ ნამუშევრისა, შანხაიში დახურული ჩვენების ფარგლებში ფესტივალების წარმომადგენლებისა და დისტრიბუტორებითვის დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ფილმი – „შინდისი“ უჩვენეს. კინოსურათში გაცოცხლებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირების რეალური ამბავი.
ფილმების კვირეულმა THE BELT AND ROAD ფესტივალის ფარგლებში არაერთ კინოჩვენებას უმასპინძლა. მათ შორის იყო თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ჰორიზონტი“, რომლის მსოფლიო პრემიერა შარშან ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
კომენტარები