საზოგადოებასაბერძნეთი
თესალონიკში ტაქსის მძღოლმა ნაპოვნი ფულით სავსე საფულე პატრონს დაუბრუნა
ბერძნულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში ტაქსისტმა მანქანაში მგზავრის კუთვნილი საფულე იპოვა. აღმოჩნდა, რომ საფულე ფულით იყო სავსე – თანხის საერთო რაოდენობა 5 200 ევროს შეადგენდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ ქალაქის ცენტრში მოხდა. ტაქსისტმა ორი ქალი დანიშნულების ადგილას მიიყვანა, ხოლო ათი წუთის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მათ მანქანაში საფულე დარჩენოდათ. მძღოლმა შემთხვევის შესახებ საკუთარი კომპანიის მართვის ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია. საფულის მეპატრონე ადვილად მოიძებნა, რადგან დაზარალებულს ფულის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განუცხადებია.
ტაქსის მძღოლმა ფული პატრონს „თეთრი კოშკის“ პოლიციის განყოფილებაში გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამ კეთილშობილური საქციელისთვის საფულის მესაკუთრისგან სათანადო ფულადი ჯილდოც მიიღო.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები