რეჯო ემილიაში მაღაზიის მფლობელმა სამუშაოზე აიყვანა იმიგრანტი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა
დაახლოებით 2 წლის მანძილზე ახალგაზრდა იმიგრანტი სუპერმარკეტის წინ დახმარებას ითხოვდა და თან სამუშაოს ეძებდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიის მფლობელმა არ გადაწყვიტა, მისთვის შანსი მიეცა.
ეს ისტორია ბედნიერი დასასრულით 24 წლის მაროკოელ იმიგრანტს, ნურ ედინ ბუკალს შეემთხვა – ღიმილიან და ზრდილობიან ბიჭს ბედმა გაუღიმა და უკვე რამდენიმე დღეა, სტაჟირებას გადის ბიოპროდუქტებით მოვაჭრე სუპერმარკეტების ცნობილი ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში რეჯო ემილიაში, რომელიც მონტეფიორინოს ქუჩაზე მდებარეობს.
მაღაზია NaturaSì-ს მენეჯერი დანიელე გალინარი გამოცემა ilrestodelcarlino.it-ს უყვება იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყვიტა, შანსი მიეცა ახალგაზრდა კაცისთვის და არც შემცდარა. მან უკვე გამოავლინა თავი, როგორც „ოქროს თანამშრომელმა“.
„ორი წლის წინ დაიწყო ნურმა ჩვენი მაღაზიის წინ მოსვლა და მაშინვე წარმოაჩინა თავი, როგორც ზრდილობიანმა და წესიერმა ახალგაზრდამ და მალე ჩვენი კლიენტების გულიც მოიგო. სტაჟირების დაწყებისთანავე ნურმა თავი წარმოაჩინა, როგორც ძალიან კეთილგანწყობილმა და ზრდილობიანმა გამყიდველმა და ჩვენი კლიენტების სიმპათია დაიმსახურა. იგი მაღაზიის წინ დახმარებას ითხოვდა და თან მუდამ ეძებდა სამუშაოს. დიდხანს იყო დასაქმების ცენტრში აღრიცხვაზე, მაგრამ ისინი ვერ დაეხმარნენ…“
ახლა ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა, რომლის გადალახვაც ნურს მოუწევს, ენობრივი ბარიერია: „მან კარგად უნდა ისწავლოს იტალიური ენა, – ამბობს გალინარი. – როგორც კი ეს ასპექტი გადაწყდება, ჩვენ მას მუდმივ სამუშაოზე ავიყვანთ, იმიტომ რომ ის ნამდვილად ოქროს თანამშრომელია“.
ასევე დაგაინტერესებთ: არალეგალმა იმიგრანტმა ნაპოვნი საფულე ნაღდი ფულით და საკრედიტო ბარათებით პოლიციაში მიიტანა
იტალია, ბარი: უმუშევარმა კაცმა ნაგავში გადაგდებული ბილეთით 100 ათასი ევრო მოიგო
კომენტარები