newsიტალიასაზოგადოება

იტალია, ბარი: უმუშევარმა კაცმა ნაგავში გადაგდებული ბილეთით 100 ათასი ევრო მოიგო

ფორტუნამ გაუღიმა ყოფილ მეთევზეს, უმუშევარ 50 წლის მამაკაცს მოლა დი ბარიდან, რომელმაც ნაგვიდან ამოჩხრეკილი GRATTA E VINCI-ს ბილეთით 100 ათასი ევრო მოიგო.

ადგილობრივები ამ კაცს იცნობენ, როგორც ლატარია Gratta e vinci-ს (გადაფხიკე და მოიგე) ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოყვარულს, კერძოდ, მისი უცნაური ჩვეულებით – ეძებოს ბარების და თამბაქოს ფარდულების ნაგვის ყუთებში გადაყრილი ლატარიის ბილეთები, იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს უყურადღებობით რომელიმე ციფრის გადაფხეკა გამორჩა ან დაეზარა. როგორც გაზეთი La Gazzetta del Mezzogiorno წერს, იგი, ჩვეულებრივ, გადაგდებული გადაუფხეკავი ბილეთებით დროდადრო გარკვეულ თანხას შოულობდა, 5, ზოგჯერ 20 ევროსაც.

და აი, კაცს ერთხელაც ფორტუნამ გაუღიმა და მერე როგორ! – ტექნიკური მომსახურების სადგურის ნაგვის ყუთში ნაპოვნმა ბოლომდე გადაუფხეკავმა ბილეთმა მას 100 ათასი ევრო მოუტანა. გაზეთის ვარაუდით, მომგებიანი ბილეთი რომელიღაც უყურადღებო კლიენტმა გადააგდო, რომელმაც სიჩქარეში ყველა ციფრი არ გადაფხიკა. როდესაც ყოფილმა მეთევზემ ციფრების კომბინაცია დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ მომგებიანი იყო, თუმცა ამხელა თანხას, ცხადია, არ ელოდა.

100 ათასის მოგების შემდეგ კაცს გადაყრილი ბილეთების ძებნა აღარ დასჭირდება, თუმცა ვინ იცის?! როგორც იტყვიან, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია.

https://bari.repubblica.it/cronaca/2019/04/22/news/bari_a_caccia_di_gratta_e_vinci_tra_i_rifiuti_trova_tagliando_che_vale_1o0mila_euro-224618930/

მსგავს თემაზე: გადაფხიკა და… მოიგო ასი ათასი

როდოსის მკვიდრმა ლატარიაში 2 მილიონ 100 ათასი ევრო მოიგო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close