იტალიაკრიმინალისაზოგადოება

იტალიის სასამართლომ აკრძალა კანაფისგან მიღებული ნივთიერებებით ვაჭრობა

იტალიის საკასაციო სასამართლომ კანაფისგან ნაწარმოები ნივთიერებებით ვაჭრობა აკრძალა, – ამის თაობაზე  Il PRIMASTO NAZIONALE იუწყება.

კერძოდ, საუბარია ფოთლებზე, ყვავილედებზე, ზეთსა და ფისზე.ამრიგად, გამოცემის ინფორმაციით, ე. წ. „მსუბუქი კანაფით“ (Cannabis Light) მოვაჭრე მრავალრიცხოვან მაღაზიათა მუშობა არალეგალური ხდება.

იტალიელი პოლიტიკოსები – მატეო სალვინი, ოჯახის მინისტრი ლორენცო ფონტანა, სტეფანო პედიკა დემოკრატიული პარტიიდან სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ „არ არსებობს A და B სერიის ნარკოტიკები“, ყველა სახიფათოა და უნდა აიკრძალოს.

რაც შეეხება „ბაზრის მოთამაშეებს“, თავის მხრივ, ისინი ირწმუნებიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება (სრული ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა) არ კრძალავს იმ ნივთიერებებით ვაჭრობას, რომლებსაც ნარკოტიკური ეფექტი არ გააჩნია და ეს ნიშნავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში „ბაზრის“ ნაწილი მუშაობას გააგრძელებს.

როგორ ცნობილია, ორიდან ერთ-ერთი სახელისუფლებო პარტია – „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ ამ საკითხზე სხვა შეხედულებისაა და წლის დასაწყისში მისმა სენატორმა მატეო მანტერომ კანონპროექტიც კი წარადგინა სენატში მარიხუანის ლიბერალიზაციის შესახებ, თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მათი არგუმენტი ის არის, რომ ვინც მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება, შავ ბაზარზე ნარკოდილერების და დამნაშავეების „წისქვილზე ასხამს წყალს“ და შეგნებულად თუ უნებლიეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესებს იცავს.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: სალვინი ლეგალური მარიხუანის მაღაზიების წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ აანონსებს

იტალიის მმართველმა პარტიამ სენატში მარიხუანის ლიბერალიზაციის კანონპროექტი წარადგინა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close