პოლიტიკასაბერძნეთი

„საბერძნეთი ევროზონაში მონაცემთა ფალსიფიკაციის გზით მოხვდა“ – იუნკერი

ევროკომისიის მეთაურმა ჟან-კლოდ იუნკერმა გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საბერძნეთმა „ევროსტატს“ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ფალსიფიცირებული მონაცემები წარუდგინა, რამაც 2001 წელს გზა გაუხსნა ათენს ევროზონაში შესასვლელად.

„სიმართლე ის არის, რომ საბერძნეთი 2001 წელს ევროზონის წევრი გახდა სტატისტიკური მასალების ფალსიფიკაციის შედეგად“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ამასთან, ევროკავშირის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სანამ რომელიმე ქვეყანას ევროს ზონაში მიიღებდნენ, აუცილებელია მაქსიმალურად გულდასმით შემოწმდეს მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.

როგორც ცნობილია, 1999 წლის პირველ იანვარს ევროკავშირის ხელისუფლებამ ერთიანი ვალუტა – ევრო შემოიტანა უნაღდო მიმოქცევაში.

ბოლო რამდენიმე წელია სავალუტო გაერთიანების სახელმწიფოები 2010 წლის რეცესიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან და ხშირად იძულებულნი არიან ევროზონის წევრი ყველა სახელმწიფოსთვის საერთო ფინანსური ნორმები დაარღვიონ.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: პირველ იანვარს ევროს 20 წელი შეუსრულდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close