news

ევროკომისია იტალიას 3 მილიარდი ევროთი აჯარიმებს (?!)

ევროკომისიამ შესაძლოა იტალია 3 მლრდ ევროთი დააჯარიმოს კვლავ გაზრდილი უზარმაზარი სახელმწიფო ვალის გამო. ამის თაობაზე ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ რადიო  RTL 102.5-სთან ინტერვიუში განაცხადა, სააგენტო BLOOMBERG-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

27 მაისს „ბლუმბერგმა“, ევროკომისიის დოსიესთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ შესაძლოა იტალია 3,5 მლრდ ევროთი დაჯარიმდეს უზარმაზარი სახელმწიფო ვალის გამო. სააგენტოს ინფორმაციით, ევროკომისიამ ვალთან დაკავშირებით დარღვევის გამო იტალიის დასაჯარიმებლად პროცედურა შესაძლოა უკვე მომავალ კვირაში დაიწყოს.

ვიცე-პრემიერ სალვინის თქმით, ვიღაც ბრიუსელში „ძველი ვალების“ გამო იტალიისგან ითხოვს სექტემბერში გადასახადების გაზრდას 20 მლრდ ევროს ოდენობით და 3 მლრდ ჯარიმის გადახდას.

„ვნახოთ, თუ ეს წერილი მოვა, რომლითაც ჯარიმას დაგვაკისრებენ დაგროვილი ძველი ვალების გამო და 3 მილიარდი ევროს გადახდას მოგვთხოვენ. …  მთელი ჩემი ენერგია მიმართული იქნება იქითკენ, რომ ეს წესები შევცვალო“, – განაცხადა სალვინიმ რადიოინტერვიუში.

საქმე ის არის, რომ ევროკავშირის მოთხოვნის მიუხედავად, შეემცირებინათ სახელმწიფო ვალი, იტალიის სახელმწიფო ვალი გასულ წელს გაიზარდა და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 132,2% შეადგინა, რაც ევროკავშირის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

წყარო: sputniknews.com

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: რატომ დააჯარიმა იტალია ევროკავშირმა 548 მლნ ევროთი? 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close