newsიტალიასაზოგადოება

იტალიაში ქვეყნის ისტორიაში პირველად ტრანსგენდერი მერი აირჩიეს

იტალიაში ქალაქის მერად, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი აირჩიეს. ამის თაობაზე გამოცემა LA REPUBBLICA იუწყება.

პავიის პროვინციის პატარა ქალაქ ტრომელოს მერის არჩევნებში, რომელიც მილანიდან სამხრეთით მდებარეობს, მოსახლეობამ 40 წლის ტრანსგენდერ ადვოკატს ჯანმარკო ნეგრის მიანიჭა უპირატესობა. იგი მემარცხენეებისგან იყრიდა კენჭს და ამომრჩეველთა ხმების 37,5% მიიღო. ტრომელოში 3700 კაცი ცხოვრობს.

ჯანმარკო ქალად დაიბადა და მარია ერქვა. რამდენიმე წლის წინ, ოპერაციების სერიის შემდეგ, მან სქესიც შეიცვალა და სახელიც დოკუმენტებში.

40 წლის ადვოკატი ადრე ტრანსგენდერთა უფლებებისთვის იბრძოდა და არც თუ იშვიათად ჩნდებოდა ტელევიზიით.

აღსანიშნავია, რომ ჯანმარკო ნეგრიმ არჩევნებში მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ წარმომადგენელი დაამარცხა, რომელსაც ამომრჩეველთა 26%-მა მისცა ხმა.

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close