უფასო Wi-Fi მსოფლიოს – ილონ მასკმა ორბიტაზე პირველი თანამგზავრები გაუშვა
ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა რაკეტა FALCON 10-ის საშუალებით ორბიტაზე 60 კოსმოსური თანამგზავრის გაშვება დაადასტურა. რაკეტა ფლორიდის ნახევარკუნძულიდან, კანავერალის კონცხიდან გაუშვეს. ამის შესახებ ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა. თანამგზავრებმა დედამიწა უფასო გლობალური Wi-Fi-ს სერვისით უნდა უზრუნველყოს.
პროექტი Starlink-ი ოთხი წლის წინ შემუშავდა მასკის ინიციატივით, რომ გლობალური ინტერნეტი მსოფლიოსთვის უსასყიდლოდ იყოს ხელმისაწვდომი. პროექტ Starlink-ის მიხედვით, ეტაპობრივად, ორბიტაზე სულ 11 ათას თანამგზავრს გაუშვებენ.
პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად 3,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, ჯამში კი პროექტისთვის 10 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი.
46 წლის ილონ მასკი, Forbes-ის ვერსიით, 20.4 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში მასკი ამ ქონებით 41-ე ადგილს იკავებს.
კომპანია SpaceX მასკმა 2002 წელს დააფუძნა, 2003 წელს კი „ტესლა მოტორსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. „ტესლა მოტორსმა“ საერთაშორისო ყურადღება 2008 წელს მიიპყრო, როცა პირველი სპორტული ელექტროავტომობილის მასობრივი გამოშვება დაიწყო. ელექტროავტომობილის გაყიდვა 2015-2016 წლებში რეკორდულად მაღალი იყო.
ამავე თემაზე: SpaceX-მა „სამყაროს ინტერნეტის“ პირველი თანამგზავრები 17 თებერვლის ნაცვლად 22 თებერვალს გაუშვა
კომენტარები