პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთისაქართველო

ანბანით მოთხრობილი საქართველო – პრეზენტაცია ბერძნულ ენაზე ათენში

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ლიკა ჯანელიძემ ათენის 50-ე საჯარო სკოლაში „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ ბერძნულად წარადგინა. პრეზენტაციაში ჩართულები იყვნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი მადონა ჯავახიშვილი, რომლიც 50-ე ბერძნულ საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის – „ჰელადოსის“ ჩვენება ბერძნული სუბტიტრებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ელჩის მრჩეველი გიორგი შოშიტაშვილი, ამავე სკოლის დირექტორი ევანგელოს მოკოსი და მასწავლებელი ხათუნა ლობჯანიძე.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close