მოგზაურობამსოფლიოიტალიასაზოგადოება

რომში ტურისტებს ბარგის დატოვება ბარებსა და მაღაზიებში შეუძლიათ

იტალიის დედაქალაქში დანიური სტატაპი – LUGGAGEHERO შემოვიდა, რომელიც ტურისტებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და იოლად გათავისუფლდნენ მძიმე ბარგისგან.

რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში მიმავალ მოგზაურს სურვილი ჰქონია, რომში გაჩერებულიყო ცენტრში პატარა ექსკურსიის მოსაწყობად ან მაღაზიებში შესავლელად, თუმცა თუ ტურისტი მარადიული დედაქალაქის რომელიმე სასტუმროში არ აპირებს შეჩერებას, ხშირად პირდაპირ აეროპორტში მიდის იმის გამო, რომ არ იცის, რა უყოს ბარგს – მძიმე ბარგთან ერთად სეირნობა და შოპინგი, დაგვეთანხმებით, მთლად სასიამოვნო არ არის. ასე რომ, მოგზაურს აეროპორტში უწევს 5-6 საათის, ზოგჯერ მეტის გატარებაც რეისის მოლოდინში, როდესაც შეეძლო ეს დრო პატარა ექსკურსიისთვის გამოეყენებინა. რა თქმა უნდა, რომში არსებობს შემნახველი კამერები, მაგრამ თუ დილაადრიან გიწევთ ქალაქში ჩასვლა, უნდა მოიცადოთ, სანამ ბარგის შესანახი კამერები გაიღება.

სწორედ ასეთ შემთხვევებში ეხმარება ტურისტებს დანიური სტარტაპი LuggageHero. კომპანია მოგზაურებს ბარგის შენახვას სთავაზობს თავის პარტნიორ ბარებსა და მაღაზიებში.

იმისათვის, რომ ბარგისთვის ადგილი დაჯავშნოთ, LuggageHero-ს საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ. საიტზე მოცემულია იმ მაღაზიების, ბარებისა და კლუბების სია, სადაც შეგიძლიათ ჩემოდნები დატოვოთ. უმეტესად, ეს დაწესებულებები ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების სიახლოვეს მდებარეობს, რომის ცენტრალურ რაიონებში და უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძების გვერდით.

უსაფრთხოებისთვის თითოეული ჩემოდანი დაცული იქნება ბეჭდით, დამატებითი გარანტიის სახით კი ტურისტს სთავაზობენ დაზღვევას 2500 ევროს ოდენობით.

ამჟამად რომში ამ სტარტაპის 20 პუნქტია, თუმცა მათი რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება.

ნიკო აბაშიშვილი

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: რომის კოლიზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი 16 ევრომდე გაიზრდება

დედიშობილა ტურისტი რომში შადრევანში განბანვას ცდილობდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close