მოგზაურობამსოფლიოიტალიაკულტურასაზოგადოება

რომის კოლიზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი 16 ევრომდე გაიზრდება

2019 წლის პირველი ნოემბრიდან საერთო ბილეთის ფასი, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, მოინახულოს კოლიზეუმიც და რომაული ფორუმებიც, ამჟამად დადგენილი 12 ევროს ნაცვლად 16 ევრო იქნება. ბილეთის გამოყენება ტურისტებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ. ამის თაობაზე კოლიზეუმის არქეოლოგიური პარკის დირექტორმა ალფონსინა რუსომ განაცხადა.

მისი თქმით, კოლიზეუმის ბილეთის ფასი 2008 წლიდან არ შეცვლილა და ახლანდელი გადაწყვეტილება არსებულ რეალობას და ფასებს შეესაბამება.

„კოლიზეუმი მე-4 ადგილზეა მსოფლიოში მნახველთა რაოდენობის მხრივ (ლუვრის, ჩინეთის დიდი კედლის და პეკინის ეროვნული მუზეუმის შემდეგ), ხოლო იტალიაში – პირველზე. ჩვენ გვინდა ბილეთის ფასი შესაბამისობაში მოვიყვანოთ სხვა ტურისტული ობიექტების ფასებთან და საზოგადოების მოლოდინებთან“, – განაცხადა ქალბატონმა რუსომ.

პირველი ნოემბრიდან შემოვა ახალი 2-დღიანი ბილეთიც – Full Experience, რომელიც 22 ევრო ეღირება. ეს ბილეთი ტურისტებს საშუალებას მისცემს 2 დღის განმავლობაში ყველაფერი მოინახულონ – კოლიზეუმი, არენები, ფორუმი და პალატინის ბორცვის საგანძურები.

სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რომის კოლიზეუმს 60 მილიონი ადამიანი ესტუმრა, რაც დედამიწის მთელი მოსახლეობის 0.8%-ია.

2018 წელს კოლიზეუმს 7,6 მლნ დამთვალიერებელი ჰყავდა, ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 9,3%-ით გაიზარდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close