„გირჩი“ ოფისში საროსკიპოს ხსნის, სახელწოდებით „პიონერი“
პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოფისში საროსკიპოს გახსნიან.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, საროსკიპოს სახელწოდებაა „პიონერი“, რომლის სპონსორი სექსშოპი „კიკუ“ იქნება.
ერთი საათით ამ ფართის დაკავება 49 ლარი და 90 თეთრი ეღირება და ამ სერვისით სეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს სექსუალური მომსახურება მიიღოს.
„აღნიშნულით ჩვენ ვარღვევთ 254-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციის ხელშეწყობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-იდან 6 წლამდე.
ხელისუფლებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი – ან უნდა დაგვაპატიმროს მთლიანად „გირჩი“, ან გაათავისუფლონ ამ მუხლით დაკავებული ყველა პირი, მათ შორის, ზოგადად, შეწყვიტონ უდანაშაულო ადამიანების დევნა“, – განაცხადა ჯაფარიძემ. მან მთაწმინდის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ჰერმან საბოს საროსკიპოს ოფიციალურად გახსნა სთხოვა.
მიმდინარე კვირას შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით როენა ხუცურაული, მეტსახელად „მამიდა“ დააკავა. ხუცურაული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
წყარო: liberali.ge
კომენტარები