იტალიაკრიმინალი

დედა 5 წლის შვილის მოკვლას ნარკოტიკების დიდი დოზით ცდილობდა

პადუაში (ვენეტოს რეგიონი, იტალია) დააპატიმრეს ქალი, რომელმაც თავის 5 წლის ვაჟიშვილს ნარკოტიკების დიდი დოზა მიაღებინა, რათა მოეკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითონაც თვითმკვლელობით დაესრულებინა.

ქალმა თავისი ოჯახის წევრებს საკუთარი ავტომობილიდან მობილური ტელეფონით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა: „მინდა, რომ ამას წერტილი დავუსვა“. ამ უცნაურმა შეტყობინებამ ოჯახის წევრები შეაშფოთა და მათ მაშინვე პოლიციას მიმართეს.

29 აპრილს, გვიან საღამოს კარაბინერებმა მთელი ძალების მობილიზებით დაიწყეს ავტომანქანის ძებნა და 30 აპრილის პირველივე საათებში იპოვეს. პოლიციამ მანქანა პადუის სადგურთან ახლოს, ვია გოცის და ვია ტრიესტეს შორის გააჩერა. საბანში გახვეული უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი უკანა სავარძელში იყო მოთავსებული, დედამისს კი ფსიქოფიზიკური დარღვევა აღენიშნებოდა. ბიჭუნა მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ბენზოდიაზეპინის დიდი დოზით მოწამვლის დიაგნოზით. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჯერ ისევ პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ქალი გამოკვლევისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც ციხეში გადაიყვანენ. იგი ერთხელ უკვე არის ნასამართლევი.

წყარო: https://www.ilsussidiario.net/news/cronaca/padova-droga-figlio-di-5-anni-per-ucciderlo-mamma-arrestata-per-tentato-omicidio/1878174/

მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: ტრაგედია ათენში: ქალმა მე-5 სართულის აივნიდან გადმოაგდო თავისი 4 წლის გოგონა და თვითონაც გადმოხტა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close