ქართველ მართლმადიდებლებს ბრიუსელში ტაძარი უსასყიდლოდ გადაეცათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას კათოლიკურმა ეკლესიამ ბრიუსელში საკათედრო ტაძარი უსასყიდლოდ გადასცა. ამიერიდან ტაძარში ქართველი მორწმუნეებისთვის წირვა-ლოცვა აღსრულდება.
„ჩვენ მივმართეთ კათოლიკურ ეკლესიას, მათ აქვთ ეკლესიები, რომლებიც მრევლის ნაკლებობას განიცდის, იყო საეკლესიო საბჭო, მაგრამ უკვე ძალიან ხანდაზმული. ვთხოვეთ, ხომ არ შეიძლებოდა ქართულ საზოგადოებას გადასცემოდა, ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, გვჭირდებოდა მისი ლოცვა-კურთხევა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, აქაურმა მიტროპოლიტმა მეუფე ათენაგორამ“, – თქვა ეპისკოპოსმა დოსითეოსმა „იმედის კვირასთან“ საუბარში.
ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ ბელგიის დედაქალაქში ქართველი მართლმადიდებელი მრევლისთვის უკვე არსებობს ღვთის სახლი, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად შესრულდება.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: სტამბოლის ქართველთა სავანე
ირანში არსებულ ერთადერთ ქართულ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება
კვიპროსმა საქართველოს მიწის ნაკვეთი გადასცა ეკლესია-მონასტრის ასაშენებლად
კომენტარები