მიმდინარე წლის ივნისიდან იტალიის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ელექტროშოკერებს მიიღებენ, – ამის თაობაზე ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, იტალიური მედია ავრცელებს.
იტალიაში პოლიციის თანამშრომლებისთვის ელექტროშოკერებით აღჭურვის აუცილებლობაზე გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო საუბარი მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებსა და სარკინიგზო კომპანიების მუშაკებზე არალეგალური მიგრანტების რამდენიმე თავდასხმა მოხდა.
ცნობისათვის: ელექტროშოკერი ანუ ელექტროშოკური იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ცოცხალ სამიზნეზე ელექტრული მუხტის უშუალო ზემოქმედებას; ეკუთვნის არალეტალური იარაღების ჯგუფს და თავდაცვითი ფუნქცია აქვს.
კომენტარები