იტალიაპოლიტიკასაზოგადოება

მუსოლინის შვილიშვილმა პაპამისის კარიკატურის გამო ჰოლივუდის მსახიობ ჯიმ ქერის „ნაძირალა“ უწოდა

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, ჯიმ ქერის ნახატმა, რომელზეც ბენიტო მუსოლინი ფეხებით არის „ჩამომხრჩვალი“, იტალიის ნაციონალური ფაშისტური პარტიის ლიდერის შვილიშვილი ალესანდრა მუსოლინი, პირდაპირი მნიშვნელობით, გააცოფა.

„თუ გინდათ იცოდეთ, საით მივყავართ ფაშიზმს, უბრალოდ, ჰკითხეთ ბენიტო მუსოლინის და მის ქალბატონ კლარეტას“, – ასეთი წარწერა გაუკეთა ჯიმ ქერიმ თავის კარიკატურას.

ნახატის საპასუხოდ დიქტატორის შვილიშვილმა ალესანდრა მუსოლინიმ თავის ტვიტერზე მთელი სერია გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის „შავ ფურცლებზე“ მიანიშნებს, აგრეთვე, თავად ჯიმ ქერის პიროვნებასა და ნიჭსაც შეეხო. ხოლო ქერის ტვიტერზე, მისი ნახატის ქვეშ დაწერა: „ნაძირალა ხარ“.

თავის ტვიტერზე კი დაუმატა: „პრეზიდენტი ტრამპი (დონალდ ტრამპი) არ უნდა ნერვიულობდეს ჯიმ ქერის სუსტი პოლიტიკური შეტევების გამო. მისი ნახატები მხოლოდ ფურცელს სვრის“.

ალესანდრა მუსოლინი ულტრამემარჯვენე იტალიელი პოლიტიკოსია, ნეოფაშისტური პარტიის – „სოციალური მოქმედების“ დამაარსებელი, ევროპარლამენტის წევრი ცენტრალური იტალიიდან.

შეგახსენებთ, რომ იტალიური ფაშიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ბენიტო მუსოლინი (მეტსახელად „დუჩე“) თავის საყვარელთან – კლარა პეტაჩისთან ერთად 1945 წლის 28 აპრილს დახვრიტეს, მათი ცხედრები მილანში გადაიტანეს და ფეხებით დაკიდეს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close