მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

იანვარში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე თურქეთიდან და ისრაელიდან გამოადეპორტეს, ათეულში იტალიაც მოხვდა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან ჩვენი ქვეყნის 250 861 მოქალაქე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, იანვარში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. კერძოდ, იანვარში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა 7449 გასვლა დაფიქსირდა. მას მოსდევს იტალია 4172 გამგზავრებით, მე-3 ადგილზე კი პოლონეთია (3336 გასვლა).

აღნიშნულ სტატისტიკაში, აგრეთვე, მოცემულია ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის შესახებ. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ყველაზე მეტი – 107 მოქალაქე თურქეთიდან გამოადეპორტეს; ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ისრაელი, საიდნაც საქართველოს 82 მოქალაქე გამოაძევეს; მე-3 ადგილზე კი გერმანიაა (65 დეპორტი); გერმანიას მოსდევს საფრანგეთი, საიდანაც საქართველოს 26 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის მიხედვით, ქვეყნების ათეულში არიან, ასევე: იტალია – 9; ბელგია, შვეიცარია და რუსეთი – თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოს 7-7 მოქალაქის დეპორტი განხორციელდა; ათეულში ბოლო ადგილებს ავსტრია და საბერძნეთი იკავებენ (6-6 დეპორტი).

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close