მიგრაციამსოფლიოnews

ხმელთაშუა ზღვაში 2018 წელს 2275 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში 2018 წელს, ევროპაში მოხვედრის მცდელობისას, 2275 მიგრანტი დაიღუპა – ასეთი მაჩვენებელია მოცემული გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ანგარიშში, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს დევნილების ნაკადი ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა. მთლიანობაში ხმელთაშუა ზღვით ევროპაში 2018 წელს 139 ათასი ადამიანი შევიდა.

ამასთან, გაეროს მონაცემებით, წინა წლებში ყოველ 269 დევნილზე საშუალოდ ერთი დაღუპული მოდიოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა: 51 დევნილზე ერთი დაღუპული მოდის.

ასეთი სიკვდილიანობა, გაეროს შეფასებით, უკავშირდება ხმელთაშუა ზღვაში საძიებო-სამაშველო სამუშაოების შეკვეცას და იმას, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობა საძიებო-სამაშველო სამუშაოებს კრძალავს.

ანგარიშში საუბარია იმ ძირითად ქვეყნებზეც, სადაც დევნილები ჩადიან: ხმელთაშუა ზღვით ევროპაში შესული არალეგალი მიგრანტებისთვის ძირითადი დანიშნულების ადგილად რჩება ესპანეთი – გასულ წელს ამ ქვეყანაში 65,4 ათასი დევნილი ჩავიდა, საბერძნეთში – 50,5 ათასი, ხოლო იტალიაში – 23,4 ათასი.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close