საზოგადოებაnewsსაქართველო

22 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ხვალ, 22 იანვარს დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება. 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00-13:00 საათებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30-18:00 საათებში ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I და III კვარტლების, სოფელ დიღმის, ბელიაშვილის, ლუბლიანის, დისევის, ბოხუას, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, კვანტალიანის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის და იასამნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-16:00 საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებათ ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჟღენტის, გურიელის, ელგუჯა ამაშუკელის, ზურაბ მუზაშვილის, შალვა ნუცუბიძის, ხომლის, გამრეკელის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, თავაძის, პაბლო პიკასოს, შატილის, რამაზ ჩხიკვაძის და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00-16:00 სთ შეზღუდვა შეეხება ჯანაშიას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00-17:00 სთ შეზღუდვა შეეხება ბეჟანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების სამუშაოების გამო 11:00-16:00 საათებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, ჩანტლაძის, კოსტავას, პეტრიწის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძის და სააკაძის ქუჩების მაცხოვრებლებს; 12:00-18:00 საათებში კი – კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭირნახულის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის; სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიით მომარაგება აღდგება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close