ისტორიასაზოგადოებაnewsკულტურასაქართველო

CNN წყალტუბოს სანატორიუმების შესახებ სტატიას აქვეყნებს

CNN-მა თავის პორტალზე წყალტუბოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფის, რაიან კუპმანსის ფოტოებით არის გაფორმებული.

სტატიის ავტორი ტომ სეიმური წერს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წყალტუბოს სანატორიუმების დიდი ნაწილი უფუნქციოდ დარჩა და დანგრევის პირას არის მისული; აფხაზეთის ომის გამო რეგიონიდან დევნილთა ნაწილმა თავი სწორედ ამ შენობებს შეაფარა. სეიმური სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ დროთა განმავლობაში სანატორიუმებში მცხოვრებმა დევნილებმა შენობების შემადგენელი ძვირფასი ლითონების გაყიდვა დაიწყეს, ხის იატაკს კი გასათბობად იყენებდნენ და მისგან ცეცხლს ანთებდნენ.

ავტორი დეტალურად აღწერს წყალტუბოს თერმული წლების ისტორიას, რომელთა გამოც აქ საბჭოთა პერიოდში სანატორიუმები აშენდა. ავტორი ხაზს უსვამს შენობების არქიტექტურულ მომხიბლაობას, რაც კუპმანის ფოტოებზეც კარგად ჩანს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ დღეს წყალტუბოს დანგრეული სანატორიუმებით ინვესტორები დაინტერესდნენ, რომლებიც მიწების გამოსყიდვასა და შენობების განახლებას გეგმავენ.

იხილეთ რაიან კუპმანსის ფოტოები:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close