საზოგადოებაჯანმრთელობაnewsსაქართველო

„ღორის გრიპმა“ ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 6 ადამიანი იმსხვერპლა

6 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში „ღორის გრიპით“ ერთი თვის განმავლობაში, – ამის თაობაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მოცემულ მომენტში ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებულია გრიპის ვირუსით დაავადების 144 შემთხვევა, 6 ადამიანი გარდაიცვალა“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გრიპით დაავადების შემთხვევათა ზრდის დინამიკა ქვეყანაში ზომიერია, თუმცა 2018 წელთან შედარებით გართულების უფრო მეტი შემთხვევა აღინიშნება.

„100 ათას მცხოვრებზე 227 დაავადებული ადამიანი ფიქსირდება, ეს მონაცემი ნორმის ფარგლებშია. ჩვენ შორს ვართ ეპიდემიის პიკისგან. ეპიდემიოლოგიური ზღვარი არის 500 ადამიანი“, – დასძინა გამყრელიძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close