იტალიის ვიცე-პრემიერი, პარტია „ლიგის“ მეთაური მატეო სალვინი ქვეყნის პარლამენტში ფარული კენჭისყრის გაუქმების მხარდაჭერით გამოდის – ამგვარი განცხადება მატეო სალვინიმ RAI1-ის ეთერში დღეს გააკეთა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მოქალაქეებმა, რომლებმაც დეპუტატები აირჩიეს, უნდა იცოდნენ, ვინ რას აძლევს ხმას.
სალვინიმ დასძინა, რომ ფარული კენჭისყრის საკითხის განხილვა უახლოეს მომავალში არ მოხდება, რადგან, მისი თქმით, „ბეტმენი“ არ არის და ახლავე ერთდროულად ყველა საკითხის გადაჭრა არ შეუძლია, თუმცა იმედოვნებს, რომ მოქმედი მთავრობის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე ეს საკითხი გადაწყდება.
კომენტარები