მსოფლიოსაზოგადოება

იტალიაში შობადობა ყოველწლიურად 3 პროცენტით იკლებს

2017 წელს იტალიაში 458 151 ბავშვი დაიბადა, რაც 15 000-ით ანუ 3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, – ამ ინფორმაციას დღეს, 28 ნოემბერს იტალიის სტატისტიკის ეროვნული სამსახური – ISTAT-ი ავრცელებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში იტალიაში შობადობა თანაზომიერად იკლებს, ყოველწლიურად 3%-ით. 2008 წელთან შედარებით კი შობადობა ქვეყანაში 20%-ით შემცირდა (2008 წელს 580 000-მდე ბავშვი დაიბადა).

2017 წელს დარეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი, როდესაც მეუღლეები ორივე იტალიის მოქალაქეა, 359 ათასამდე იყო, რაც 14 ათასით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო 121 ათასით ნაკლები, ვიდრე 2008 წელს.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close