კრიმინალიმიგრაციამსოფლიოსაბერძნეთი

იტალია ყალბმა ბერძნულმა მართვის მოწმობებმა „წალეკა“

ბოლო დროს იტალიელმა სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ყალბი მართვის მოწობა ამოიღეს, რომლებიც საბერძნეთშია დამზადებული, – ამის შესახებ იტალიის ხელისუფლებაში აცხადებენ.

zougla.gr-ის ინფორმაციით, იტალიელი სამართალდამცველები ცდილობენ, ყალბი დოკუმენტების დამზადების წყარო და მათი გაცემის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრონ; ამავე დროს, სერიოზული თემაა, როგორ ხვდება იტალიის ტერიტორიაზე გაყალბებული დოკუმენტები.

წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება „სრულიად საიდუმლოს“ გრიფით მიმდინარეობდა, თუმცა რადგან გამოძიება უკვე დასასრულს უახლოვდება, უახლოეს დღეებში შედეგები საჯაროდ გახდება ცნობილი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ყალბი მართვის მოწმობა აღმოაჩნდა საბერძნეთიდან შემოსულ მიგრანტს, რომელიც მას პასპორტის ნაცვლად ჰქონდა, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაკითხვაზე მამაკაცმა განაცხადა, რომ იტალიაში კარგ სამსახურს შეჰპირდნენ, მაგრამ საბუთები არ ჰქონდა, ამიტომ 700 ევროდ ყალბი მართვის მოწმობა უშოვეს (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანაცვლოდ).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close