შემწვარი თევზი ბერძნულად – გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი
ეს რეცეპტი სადღესასწაულო სუფრასაც და ყოველდღიურ მენიუსაც ერთნაირად დაამშვენებს, არც მომზადებაზე დაგეხარჯებათ ბევრი დრო.
საჭირო პროდუქტი:
500 გ თევზის ფილე, 2 ს/კ ლიმონის წვენი, 4 ს/კ ზეთი, 2 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2-3 პომიდორი (ან 2 ს/კ ტომატ-პასტა), 2 ს/კ უკურკო ზეთისხილი, 1 კონა მწვანილი, სალათის ფოთლები (სურვილისამებრ); თეთრი პური შესაბრაწად, 2 ს/კ კარაქი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
80-100-გრამიან ნაჭრებად დაჭრილ თევზს მოაპკურეთ ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, გადმოიღეთ და დარჩენილ ცხიმში შებრაწეთ თევზის ნაჭრები, მზა თევზს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მოაწყვეთ ზემოდან მრგვლად დაჭრილი პომიდორი და მოაყარეთ დაჭრილი ზეთისხილი, გააფორმეთ სალათის ფოთლებით. დაბრაწეთ კარაქში პურის ნაჭრები და სუფრაზე თევზთან ერთად მიიტანეთ.
სააღდგომოდ მოამზადეთ უგემრიელესი ცურეკი – ბერძნული სააღდგომო კულიჩი.
კომენტარები