ვიდეოსწავლასაბერძნეთი

ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილები – გაკვეთილი პირველი

ჩვენი საიტი იწყებს ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილების კურსს, რომელიც დამწყებთათვის არის განკუთვნილი, თუმცა იმათთვისაც სასარგებლოა ბევრი დეტალის გახსენება, ვინც ენა უკვე იცის. გაკვეთილებს დიალოგების სახე აქვს. სანამ ვიდეოს ნახავთ, ყურადღებით წაიკითხეთ დიალოგის ტექსტი. მნიშვნელოვანია ისწავლოთ ფრაზების სწორად წარმოთქმა, ასევე შეძლოთ ბერძნულ ენაზე წერის ჩვევის გამომუშავება. ბერძნულ ფრაზებს ქართულად უწერია, როგორ გამოითქმის, თუმცა დაუკვირდით, როგორ წარმოთქვამენ ვიდეოში სიტყვებს, რადგან ყველა ბგერის ზუსტი შესატყვისი ასო ქართულში არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოთქმის სწორად სწავლაც; მიაქციეთ ყურადღება მახვილს, ინტონაციას.

კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ: იმისათვის, რომ მეხსიერებაში გაგიჯდეთ დიალოგი და აღარასოდეს დაგავიწყდეთ, რაც შეიძლება ხშირად მოუსმინეთ – სულ ცოტა, 30-ჯერ მაინც: გზაში, ტრანსპორტში ან სახლში ისეთი საოჯახო საქმეების კეთებისას, როცა პარალელურად შეგიძლიათ მოუსმინოთ ვიდეოს. ასე ყურსაც შეაჩვევთ და თავადაც შეძლებთ ფრაზების სწორად წარმოთქმას.

პირველი გაკვეთილი საკმაოდ მარტივია. თემა – გაცნობა.

Πώς σε λένε (პოს სე ლენე)? – რა გქვია?
Με λένε Νίκο. (მე ლენე ნიკო) – მე მქვია ნიკო.
Πώς είσαι (პოს ისე)? – როგორ ხარ?
Είμαι καλά, ευχαριστώ (იმე კალა, ევხარისტო) – კარგად ვარ, მადლობა.

განმარტება მართლწერასთან დაკავშირებით:

ბერძნულ ენაში ასოთშეხამება εί იკითხება როგორც , ხოლო αι როგორც . ასეთი სახით დაჯგუფებულ ორ ხმოვანს ეწოდება დიფთონგი. აღნიშნული წესის გამო είσαι (ხარ) იკითხება, როგორც ისე და არა, როგორც ეისაი.

ვიდეოგაკვეთილთან დამატების სახით აქვე გთავაზობთ, როგორ იუღლება ახლანდელ დროში ზმნა ყოფნა.

მხოლობითი რიცხვი:
Εγώ είμαι (ეღო იმე) – მე ვარ
Εσύ είσαι (ესი ისე) – შენ ხარ
Αυτός είναι (ავტოს ინე) – ის (მამრობითი სქესი) არის
Αυτή είναι (ავტი ინე) – ის (მდედრობითი სქესი) არის
Αυτό είναι (ავტო ინე) – ეს (საშუალო სქესი) არის

მრავლობითი რიცხვი:
Εμείς είμαστε (ემის იმასტე) – ჩვენ ვართ
Εσείς είστε (ესის ისტე) ან είσαστε (ისასტე) – თქვენ ხართ
Αυτοί είναι (ავტი ინე) – ისინი არიან

მრავლობითი რიცხვის მესამე პირში გვხვდება კიდევ ერთი დიფთონგი οί, რომელიც იკითხება როგორც. ამას გარდა, დაუკვირდით, რომ მხოლობითი რიცხვის მესამე პირში არის სამი ვარიანტი სქესის მიხედვით,ხოლო მრავლობითი რიცხვის მესამე პირის Αυτοί (ისინი) ჟღერადობით იგივეა, რაც მხოლობითი რიცხვის მესამე პირის მდედრობითი სქესის ფორმა Αυτή (ის), განსხვავება მხოლოდ ორთოგრაფიაშია.

იხილეთ ვიდეო:

გაკვეთილი მეორე:http://nostal.ge/2018/09/16/berdznuli-ena-meore-gakv/

ბერძნულად სწორად წერის უნარების გამომუშავება

აქვე გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ახსნილია, თუ როგორ უნდა წეროთ სწორად ბერძნული ანბანის ასო-ნიშნები. მართალია, ვიდეო საკმაოდ ხანგრძლივია (11 წუთს გრძელდება), მაგრამ ძალიან გამოგადგებათ, ამიტომაც გირჩევთ მოამზადოთ რვეული და ავტოკალამი, რათა ბერძნულად სწორად წერას მიეჩვიოთ:

თუ ფიქრობთ, რომ ბერძნულის შესასწავლად დრო არ გაქვთ, საკუთარ თავს ატყუებთ: გაიხსენეთ, რამდენ დროს კარგავთ უქმად, როდესაც ტრანსპორტში ზიხართ და არაფრის მომცემ სერიალს ან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ათას ჭორ-მართალს კითხულობთ ან უსმენთ. ყოველდღე სულ თავისუფლად შეგიძლიათ გამონახოთ მინიმუმ ნახევარი საათი, რომელსაც ბერძნულის სწავლას მოანდომებთ. დაგვერწმუნეთ, სულ რაღაც 3-4 თვეში შეძლებთ საუბრის გაგებას და ლაპარაკსაც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close