ამინდისაქართველო
სინოპტიკოსები 3-4 იანვარს საქართველოში ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, კოლხეთის დაბლობზე, ზოგან ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს 8 გრადუსამდე დაეცეს, ხოლო შიდა ქართლში – მინუს 17 გრადუსამდე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, საფრთხის დონე საშუალოა, თუმცა შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები, ძლიერმა ყინვამ და ლიპყინულმა შესაძლოა შეზღუდვები გამოიწვიოს საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა – ელექტროგადამცემ ხაზებზე.



