მაგნიტური ქარიშხლები 2025 წლის ოქტომბერში: რომელი დღეები იქნება მძიმედ გადასატანი

2025 წლის ოქტომბერში გეომაგნიტური სიტუაცია არასტაბილური იქნება. აქტივობის ყველაზე მაღალი დონე ოქტომბრის პირველ ნახევარში დაფიქსირდება. თვის მეორე ნახევარი კი უფრო მშვიდი იქნება, ექსტრემალური ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების გარეშე.
ქვემოთ გთავაზობრ მაგნიტური შტორმების დეტალურ პროგნოზს 2025 წლის ოქტომბრისთვის.
კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მზის ასტრონომიის ლაბორატორიისა და დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ოქტომბერი ძლიერი მაგნიტური შტორმებით დაიწყება. მართალია, 1-ელი ოქტომბერი მშვიდი იქნება – მაგნიტოსფერო Kp–ინდექსით 2-ს მიაღწევს, (გეომაგნიტური აქტივობის „მწვანე“ დონე), რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ 2 ოქტომბრისთვის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი, Kp–ინდექსით 5 ბალამდე. ეს კი „წითელი“ დონეა, რაც პირველი დონის მაგნიტური ქარიშხლის (G1) დაწყებაზე მიუთითებს. ამინდის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ თავის ტკივილი და გაღიზიანების მომატება იგრძნონ. მაგნიტოსფეროს რყევებმა ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ელექტრომოწყობილობების მუშაობაზე.
თვის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მსგავსი მკვეთრი ზრდა აღარ არის მოსალოდნელი, თუმცა, ექსპერტების აზრით, 3-დან 5 ოქტომბრამდე მაგნიტოსფერო აღგზნებული იქნება და Kp–ინდექსით 4 ბალის დონეზე დარჩება. ეს „ნარინჯისფერი“ დონეა და ისეთი საშიში არ არის, როგორც „წითელი“ დონე, მაგრამ შეიძლება სისუსტე და გაღიზიანება გამოიწვიოს.
ოქტომბრის მეორე ნახევარში მაგნიტოსფერო მშვიდი იქნება
ექსპერტების პროგნოზით, ოქტომბრის მეორე ნახევარი მშვიდი იქნება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მაგნიტოსფეროს აღგზნების დონე მხოლოდ 26 ოქტომბერს აიწევს, 4 ბალის დონემდე. დანარჩენ დღეებში მაგნიტოსფერო მე-2 და მე-3 დონეებს შორის იქნება, რაც ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის პრობლემებს არ შექმნის.
მაგნიტური ქარიშხლების კლასიფიკაცია:
•1-3 ბალი – მშვიდი მაგნიტოსფერო, უმნიშვნელო აქტივობა;
• 4 ბალი – აღგზნებული მაგნიტოსფერო, შესაძლო გავლენა მეტეოდამოკიდებულ ადამიანებზე;
• 5 ბალი – მსუბუქი მაგნიტური ქარიშხალი: G1 კლასი;
• 6-7 ბალი – ძლიერი ქარიშხლები: G2 (საშუალო) და G3 (ძლიერი), ყველა ადამიანი გრძნობს გავლენას;
• 8-9 ბალი – უძლიერესი მაგნიტური ქარიშხლები: G4 (ძალიან ძლიერი) და G5 (ექსტრემალურად ძლიერი); შესაძლოა გამოიწვიოს შეფერხებები ელექტროქსელებში და რადიოკავშირში (იშვიათად ფიქსირდება).
მაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედების მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან 50 წელს გადაცილებულები, ასევე გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები. ასეთ პერიოდებში ახალგაზრდებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ თავის ტკივილი, არტერიული წნევის რყევები, დაღლილობა და მომატებული გაღიზიანება.
რატომ სტკივათ თავი ადამიანებს მაგნიტური ქარიშხლების დროს
ნევროლოგების განმარტებით, მოსახლეობის დაახლოებით 30% რეაგირებს მაგნიტურ ქარიშხლებზე. ეს განპირობებულია სისხლის მიკროცირკულაციისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირების ცვლილებებით. მათი თქმით, გარემო ფაქტორების რყევებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, შფოთვა, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და გულის ტკივილი.
ამ პერიოდში ქრონიკული დაავადებები შეიძლება გამწვავდეს. გარდა ამისა, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება წინასწარ იგრძნოს ასეთი ცვლილებების დაწყება სახსრების ტკივილით ან წარსულში მიღებული დაზიანებების მიდამოებში ტკივილით.
სპეციალისტები გვირჩევენ ამ პერიოდში ფიზიკური აქტივობის შემცირებას, მიღებული ინფორმაციის რაოდენობის შეზღუდვას და ხარისხიანი ძილის უზრუნველყოფას. ზაფხულში რეკომენდებულია სითხის მიღების გაზრდა და კონტრასტული შხაპის მიღება, ხოლო ზამთარში – სითხისა და მარილის შემცირება რაციონში.
მაგნიტური ველები შეიძლება მოქმედებდეს ადამიანის ბიოელექტრულ სისტემებზე, ამიტომ ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ მაგნიტური ქარიშხლები ზრდის თრომბების, ინსულტის, ინფარქტისა და დეპრესიული აშლილობების რისკს.
განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფები:
- 60 წელს გადაცილებული პირები ჰიპერტონიის პრობლემით;
- მოციმციმე არითმიის მქონე ადამიანები;
- დეპრესიისკენ მიდრეკილი მამაკაცები.
ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრების/კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევა (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
- აკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან იქონიეთაუცილებელი მედიკამენტები;
- თავიდან აიცილეთ სტრესი და უარყოფითი ემოციები;
- უარი თქვით არაჯანსაღ საკვებზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- მიიღეთ მეტი წყალი (1,5-2 ლიტრი), აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ ან თაფლით დამტკბარი;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბავშვები და მაგნიტური ქარიშხალი: რატომ სჭირდებათ მათ განსაკუთრებული ზრუნვა?
მეცნიერული დაკვირვებები აჩვენებს, რომ გეომაგნიტური დარღვევები განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე. ხშირია:
- ძილის რეჟიმის დარღვევა;
- მოუსვენრობა და აგრესია;
- მადის დაკარგვა;
- სიცხე და კონცენტრაციის დაქვეითება.
ამ პერიოდში ბავშვს სჭირდება მეტი მხარდაჭერა როგორც ოჯახისგან, ისე პედაგოგებისგან!
თუკი მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც წარმოიშვას.
გახსოვდეთ, რომ ამინდზე რეაქცია სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ივარჯიშოთ, გაკაჟდეთ, რადგან ძლიერ ორგანიზმს უარყოფით ფაქტორთა გავლენა ვერაფერს აკლებს!
კომენტარები