ეკონომიკაიტალიამიგრაცია

იტალია: ტრენტო სუბსიდიების პროგრამას აგრძელებს – 100 000 ევრომდე დახმარება მთიან სოფლებში უძრავი ქონების შეძენის მსურველებს

იტალიის ავტონომიურმა პროვინცია ტრენტომ (Trento) გამოაცხადა, რომ საპილოტე პროექტის წარმატების შემდეგ კვლავ აგრძელებს სუბსიდიების პროგრამას, რომელიც მთიანი ზონაში თითქმის დაცლილი კომუნებისთვის სიცოცხლის დაბრუნებას ისახავს მიზნად. ახალი განაცხადების მიღება14 ნოემბერს დაიწყება და 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პროგრამა განსაკუთრებით მიმზიდველია ფინანსური დახმარების მასშტაბით: ოჯახებსა და პირებს, რომლებიც გადაწყვეტენ შეიძინონ და აღადგინონ საცხოვრებელი სახლი პატარა სოფლებში, შეუძლიათ 100 000 ევრომდე დახმარება მიიღონ.

პროგრამა, რომელმაც 2025 წლის ზაფხულში უკვე მოიცვა ასობით ოჯახი, კვლავ იხსნება. განაცხადების მიღება 14 ნოემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. მთავარი მოტივატორი უცვლელია — 100 000 ევროს ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც სახლს შეიძენს, აღადგენს და იქ ან თავად იცხოვრებს, ან გონივრულ ფასად გააქირავებს.

რატომ შეიქმნა პროგრამა

საგანგაშო ტენდენციამ, რომელიც მთიან რეგიონებში მოსახლეობის კლებას აჩვენებს, ადგილობრივ ხელისუფლებას გადამწყვეტი ნაბიჯისკე უბიძგა. ბოლო 2 ათეულზე ცოტა მეტი წლის განმავლობაში, 2000–2023 წლებში რამდენიმე კომუნამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. მიგრაციის და ურბანიზაციის შედეგად პატარა სოფლები თითქმის გაჩანაგდა, რის გამოც პროვინციის მთავრობამ გადაწყვიტა, ეკონომიკური სტიმულებით წაახალისოს მოსახლეობის დაბრუნება.

ინიციატივა მიმართულია ახალგაზრდებისკენ, ოჯახებისა და იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც სურთ გააცოცხლოს თავისი წინაპრების სახლები. სოციალური მიზანიც აშკარაა: ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება, ტრადიციული არქიტექტურის შენარჩუნება და ტურიზმის ახალი ფორმების განვითარება.

პირველი წარმატებები და კულტურული ფონი

საინტერესოა, რომ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ერთ-ერთ პატარა კომუნას — ვერმილიოს – ხვდა იმ 32 კომუნიდან, რომლებსაც პროგრამა მოიცავს.

ვერმილიო (Vermiglio) — პატარა, მაგრამ ისტორიულად მდიდარი სოფელია ტრენტინოს ალპებში, აუდისენის ხეობის ზონაში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ადგილი ცნობილია არა მხოლოდ თავისი ულამაზესი პეიზაჟებითა და სათხილამურო მარშრუტებით, არამედ კულტურული მემკვიდრეობითაც: სწორედ აქ გადაიღო მაურა დელპერომ ფილმი „Vermiglio“, რომელიც „ოსკარზე“ იყო ნომინირებული. სოფელი ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ იქცა სუბსიდიის პროგრამაში და, ამავდროულად, იმის სიმბოლოდაც, როგორ შეიძლება კულტურამ და ეკონომიკურმა სტიმულმა ერთად მოიზიდოს ახალი ცხოვრება მთიან რეგიონებში.

როგორ მუშაობს სუბსიდია

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვისაც უკვე აქვს ან გეგმავს შეიძინოს უძრავი ქონება ერთ-ერთ შერჩეულ კომუნაში (32 მუნიციპალიტეტი). პირობები ასეთია:

  • დაფინანსება შესაძლებელია მაქსიმუმ სამი ობიექტისთვის;
  • მინიმუმ ერთი უნდა იქცეს ძირითად საცხოვრებლად ან გაქავდეს გონივრულ ფასად არანაკლებ 10 წლის განმავლობაში;
  • ისტორიულ ცენტრებში მდებარე შენობების შემთხვევაში სუბსიდია დაფარავს სამუშაოთა ღირებულების (ზღვარი 200 000 ევრო) 40%-ს;
  • სხვა ზონებში დახმარება არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს;
  • დამატებით, ახალი მფლობელები იღებენ 20 000 ევრომდე ბონუსს, თუ ეს თანხა შენაძენის ღირებულების მეხუთედს არ აღემატება.

ასე რომ, საბოლოო მხარდაჭერა შეიძლება მიაღწიოს 100 000 ევროს, რაც სერიოზულ მოტივაციას ქმნის.

ისტორიულ ცენტრებში შესაძლებელია ხარჯების 40%-ის დაფინანსება, თუმცა დასაფინანსებელი სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ევროს. სხვა შემთხვევებში ზღვარი 35%-ია. საბოლოოდ, თითოეულ მონაწილეს შეუძლია მიიღოს არაუმეტეს 100 000 ევროს დახმარება, რაც ევროპულ მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ პროგრამად ითვლება.

პირველი შედეგები

პირველ ეტაპზე, რომელიც 2025 წლის ივნისში, პროვინციამ 291 განაცხადი მიიღო. განაცხადის ავტორთა უმრავლესობა ადგილობრივები იყვნენ, რაც, ხელისუფლების თქმით, ადასტურებს, რომ თუ დახმარება სწორად არის სტრუქტურირებული, ადამიანები მზად არიან, დარჩნენ ან დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში.

უფრო ფართო მნიშვნელობა

ტრენტოს გამოცდილება შესაძლოა საერთაშორისო მაგალითადაც იქცეს. როდესაც მთიან რეგიონებში დემოგრაფიული კრიზისი ევროპის ბევრ ქვეყანაში მწვავე პრობლემად რჩება, ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი ინიციატივები აჩვენებს, რომ კულტურული და ეკონომიკური ბალანსის აღდგენა შესაძლებელია.

პროგრამის ფარგლებში არა მხოლოდ სახლები აღდგება, არამედ ჩნდება სამუშაო ადგილები, მცირდება საინესტიციო სპეკულაციების რისკი და იზრდება სოციალური სტრუქტურების გამძლეობა.

გრძელვადიანი ხედვა

ტრენტო პროგრამას მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ განიხილავს. იდეა უფრო ფართოა: შეიქმნას სამუშაო ადგილები, წახალისდეს ტრადიციული არქიტექტურის აღდგენა და განვითარდეს ტურიზმი, რომელიც ადგილობრივ სოციალურ ქსოვილს გააძლიერებს.

ექსპერტების შეფასებით, თუ ინიციატივა გააგრძელებს მუშაობას, იგი შეიძლება იქცეს მოდელად სხვა რეგიონებისთვისაც — არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში, სადაც მსგავსი დემოგრაფიული სურათი უკვე დიდი ხანია პრობლემად იქცა.

როგორ მოვხვდეთ პროგრამაში – განაცხადის პროცედურა

სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადი შეავსონ ტრენტოს პროვინციის ციფრული პლატფორმის მეშვეობით (https://www.provincia.tn.it/Servizi/Contributo-per-immobili-privati-rivitalizzazione-aree-rischio-abbandono). ყველა დეტალი – კრიტერიუმები, საჭირო დოკუმენტები და კომუნების სრული სია – ხელმისაწვდომია ტრენტოს პროვინციის ოფიციალურ ვებგვერდზე. განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ციფრული პლატფორმის საშუალებით.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: რატომ არ უნდა იყიდოთ იტალიაში სახლი ერთ ევროდ – რა ხდება რეალურად?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close