ეკონომიკამოგზაურობა

ქუთაისსა და მადრიდს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

ავიაკომპანია Wizz Air-მა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მადრიდის მიმართულებით რეისები 29 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება A321neo ტიპის ხომალდით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯერჯერობით ერთადერთია, საიდანაც ესპანეთის ორ ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში საქართველოდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი. ორივე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები მთლიანობაში კვირაში ხუთი სიხშირით სრულდება. 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოს ესპანეთიდან 2 988 მოგზაური ესტუმრა.

ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ ფრენას ექვსი ავიაკომპანია ახორციელებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია. 3 ივნისიდან კი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განრიგს კიდევ ერთი ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close