ვიდეოქართველები უცხოეთშიარტისტიკულტურა

ორი ქართველი მოცეკვავის კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება (ვიდეო)

ორი ქართველი მსოფლიო ვარსკვლავი – მაია მახათელი და გიორგი ფოცხიშვილი – პრესტიჟული პრემიით „მსოფლიო ბალეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ ლონდონის ყოველწლიურ Icons of Ballet-ის გალა საღამოზე დაჯილდოვდა. ცერემონია ლონდონის კოლიზეუმში გაიმართა.

Icons of Ballet-ი ლონდონში 2006 წლიდან იმართება და დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა კულტურულმა მოვლენამ. ტრადიციულად გალა საღამოზე გამოდიან ბალეტის ცნობილი მოცეკვავეები მთელი მსოფლიოდან.  

წლევანდელ გალაზე მონაწილეობდნენ ვარსკვლავები პარიზის ოპერიდან, ბრიტანეთის სამეფო ბალეტიდან, ესპანეთის ეროვნული ბალეტიდან, ამერიკული ბალეტის თეატრიდან, ბავარიის სახელმწიფო ბალეტიდან, ლა სკალიდან, ნიდერლანდების ეროვნული ბალეტიდან და ბერლინის სახელმწიფო ბალეტიდან.

ქართველი ვარსკვლავები – მაია მახათელი და გიორგი ფოცხიშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტები არიან.

გიორგი ფოცხიშვილი ფოცხიშვილების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელია. მან ცეკვა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. ასრულებდა ქართულ ტრადიციულ ცეკვებს ოჯახის ეროვნულ საცეკვაო ანსამბლში. ქართული ცეკვის წყალობით გიორგიმ ბალეტში საკმაოდ განსხვავებული სტილი ჩამოაყალიბა.

ორი წარმატებული ქართველის ამ საოცარმა პოსტერმა ვირუსულად დაიპყრო სოცქსელები. „სულ ასე ეფრინოთ წარმატებების მაღალ მწვერვალებზე!“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ჩვენც ვუერთდებით ამ სურვილს!

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: 22 წლის გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტი გახდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close