სპორტი

ძიუდო: ცნობილია, ვინ იასპარეზებს თბილისის გრან სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრან სლემი გაიმართება. დღეს ცნობილი გახდა ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა:

60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი;

66 კგ – თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე;

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე;

81 კგ – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი;

90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი;

100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი;

+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.

თბილისის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 1970 წლიდან იმართება. 2021 წლიდან გრან პრის ნაცვლად თბილისის ტურნირი უფრო პრესტიჟული – გრან სლემი გახდა. შეგახსენებთ, რომ გრან სლემის გამარჯვებული, ოქროს მედლის მფლობელი 500  ქულას იღებს მსოფლიო რეიტინგისთვის, ვერცხლის მედლის მფლობელი – 300 სარეიტინგო ქულას, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი – 200 ქულას.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: თბილისი ძიუდოში პრესტიჟულ გრან სლემს უმასპინძლებს გრან პრის ნაცვლად

თბილისი ძიუდოში პრესტიჟულ გრან სლემს უმასპინძლებს გრან პრის ნაცვლად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close