მიუნხენის აეროპორტში 1600-ზე მეტი რეისი გაუქმდება – როდემდე გაგრძელდება გაფიცვა

მიუნხენის აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო 27 და 28 თებერვალს აეროპორტში რეისების უმეტესობა გაუქმდება.
აეროპორტის ოპერატორი კომპანიის ინფორმაციით, ავიაკომპანიები, სავარაუდოდ, დაახლოებით 1600-ზე მეტ რეისს გააუქმებენ. მგზავრებს ურჩევენ, მიმართონ თავიანთ ავიაკომპანიებს რეისების შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად.
გამაფრთხილებელი გაფიცვა 27 თებერვალს შუაღამისას დაიწყება და 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მიუნხენის აეროპორტი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო კვანძია. კვირის დასაწყისში პროფკავშირებმა გაფიცვისკენ ასევე მოუწოდეს კიოლნი/ბონისა და დიუსელდორფის აეროპორტების თანამშრომლებს.
პროფკავშირები შრომითი პირობების გაუმჯობესებას გერმანიის საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვისაც ითხოვენ.
მოთხოვნები მოიცავს ხელფასის 8%-ით გაზრდას, ასევე, დამატებით სამ ანაზღაურებად უქმე დღეს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები