2024 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 267 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. კლების მთავარი მიზეზია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 61%-ით შემცირებაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 118.88 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 44.57%-ია. წლიურმა ზრდამ 7.93% შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ნოემბერში ფულადი გზავნილებით აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 50.05 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 21.61%-ით ზრდას უდრის. მეორე ადგილზე, 45.16 მილიონი აშშ დოლარით იტალიაა, საიდანაც წლიური მაჩვენებლით ფულადი გზავნილები 4.40%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 29.76 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 60.63%-ით შემცირდა.
2024 წლის 11 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა – 517 მლნ დოლარზე მეტი. შემდეგ მოდის იტალია, მესამე ადგილზე კი რუსეთია.
კომენტარები