ვიდეოკინო/ფილმებიხელოვნებასაქართველო

სილვესტერ სტალონეს ახალ ფილმში ქართული მუსიკა აჟღერდება (ვიდეო)

მალე ეკრანებზე გამოვა ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ალარუმი“, რომლის თანმხლები მუსიკაც ქართულია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰოლივუდის ასეთ მასშტაბურ პროექტში ქართული სიმღერა აჟღერდება.

ფილმის ერთ-ერთი საუნდტრეკი ქართული როკჯგუფის, „ვაკის პარკის“ ხელმძღვანელს და სოლისტს ზაზა ხუციშვილს ეკუთვნის. „უღრუბლო ცა“ – სიმღერა, რომელიც ქართველმა მსმენელმა კარგად იცის და უყვარს, უკვე კინომუსიკად „გადათარგმნილი“ მსოფლიო ეკრანებს მოივლის.

ფილმ „ალარუმს“ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. მასში მთავარ როლებს ამერიკული კინოს ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე და ჰოლივუდის ლეგენდის – კლინტ ისტვუდის ვაჟი კაილ ისტვუდი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ორი ყოფილი აგენტის – ჯონისა და ლარას ისტორიას, რომლებიც რომანტიკულ შვებულებას კუნძულზე ატარებენ. ისინი შემთხვევით შეესწრებიან ავიაკატასტროფას და ტრაგედიის ადგილას იპოვიან საიდუმლო მასალების USB ფლეშ-მეხსიერებას. მათზე ნადირობას იწყებს ყველაზე ცივსისხლიანი აგენტი ჩესტერი, რომლის როლსაც სწორედ სილვესტერ სტალონე ასრულებს.

მალე ამ ჟანრის მოყვარულებს ახალი თავბრუდამხვევი თავგადასავალი ელით კარგი ქართული მუსიკის თანხლებით.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close