კვარამ „ნაპოლის“ ფორმით მე-100 თამაში ბრწყინვალე გოლით აღნიშნა (ვიდეო)
იტალიის ჩემპიონატის, სერია A-ს მე-10 ტურის მატჩში „მილანმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა „სან სიროზე“. ეს თამაში ხვიჩა კვარაცხელიასთვის „ნაპოლის“ ფორმით ჩატარებული მე-100 შეხვედრაში იყო, რომელიც ქართველმა შემტევმა ბრწყინვალე გოლით აღნიშნა და თავისი „საიუბილეო“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
„ნაპოლი” შეხვედრის მე-5 წუთზე რომელუ ლუკაკუმ დააწინაურა. „მილანის“ მცველები მთელი ტაიმის განმავლობაში საიმედო მეურვეობდნენ ხვიჩას, თუმცა კვარამ ჩვეული ოსტატობით მაინც შეძლო ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე თავის გამოჩენა – ორ მცველს გასცდა, დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და „მილანის“ კარში შთამბეჭდავი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა და შეხვედრა 0:2 დასრულდა „ნაპოლის“ სასარგებლოდ.
მთლიანობაში კვარამ 2 წარმატებული დრიბლინგი გააკეთა, 3 ორთაბრძოლა მოიგო, 7.4 შეფასება დაიმსახურა და სერია A-ს მე-10 ტურის ცენტრალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
#MilanNapoli ➡️ Panini player of the match ➡️ Kvaravaggio 🖌️🎨 pic.twitter.com/Z1wBmdZw6d
— Lega Serie A (@SerieA) October 29, 2024
10 ტურის შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდს 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე ადგილზე მოქმედი ჩემპიონი, „ინტერია“ 18 ქულით (9 შეხვედრიდან), მესამეზე – „იუვენტუსი“ 17 ქულით (ასევე, 9 შეხვედრიდან).
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 9 მატჩში (ერთი შეხვედრა გამოტოვა) 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა..
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები