საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.39 მლნ აშშ დოლარი (767.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.1%-ით ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
წინა თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 17.5% (49.6 მლნ დოლარი) იტალიაზე მოდის, რაც 13.47%-ით მეტია 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (17.3%), საიდანაც სექტემბერში 49.03 მლნ დოლარი გადმოირიცხა – ეს წინა წელთან შედარებით 17.69%-იანი მატებაა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (12.64%) 35.82 მლნ აშშ დოლარით, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.96%-იანი კლებაა.
ქვეყნების ათეული, საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- იტალია – $49.6 მლნ;
- აშშ – $49.03 მლნ;
- რუსეთის ფედერაცია – $35.82 მლნ;
- გერმანია – $25.52 მლნ;
- საბერძნეთი – $24.72 მლნ;
- ისრაელი – $20.66 მლნ;
- ყირგიზეთი – $9.2 მლნ;
- თურქეთი – $8.99 მლნ;
- ყაზახეთი – $8.08 მლნ;
- ირლანდია – $5.92 მლნ;
კომენტარები