ვიდეოხელოვნებასაქართველო

ოქროს გოგოს ოქროს ღილაკი – „ნიჭიერის“ მაყურებელი დარბაზიდან პირდაპირ ნახევარფინალში მოხვდა (ვიდეო)

მეგაპროექტმა „ნიჭიერმა“, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის, არაერთი ვარსკვლავის დაბადებას შეუწყო ხელი, რაც არ არის გასაკვირი – შოუს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ჩვენი ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლიც ხომ ამერიკული „ნიჭიერის“ აღმოჩენად იქცა.

დღეს გაგაცნობთ ქართული „ნიჭიერის“ სცენაზე დაბადებულ ახალ ვარსკვლავს – 21 წლის მარიამ მოსეშვილს, რომელმაც ჟიურის და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა. მის გამოჩენას ინტრიგა ახლდა, თუმცა ჯერ მოვუსმინოთ დამწყებ მომღერალს და მომავალ იურისტს.

მან ცნობილი ჰიტი „Nature Boy“ შეასრულა, რომელიც ბევრი ცნობილი მომღერლის რეპერტუარშია ფრენკ სინატრადან დაწყებული, ლედი გაგათი დამთავრებული.

მარიამის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ უკვდავი სიმღერის მისი გადანამღერი, ახლა ქავერვერსიას რომ უწოდებენ, ნამდვილად შესანიშნავი იყო.

მის შესრულებას შეგიძლიათ მოუსმინოთ  ამ ბმულზე.

როგორც მარიამი ამბობს, უფლის ნება იყო, რომ იმ დღეს ის „ნიჭიერის“ დარბაზში აღმოჩნდა. იგი მეგობართან ერთად ერთ-ერთი მონაწილის საგულშემატკივროდ იყო მისული და წინა რიგებში იჯდა. შოუს წამყვანები დარბაზში ჩავიდნენ და მაყურებელს გაესაუბრნენ. მეგობარმა „ჩაუშვა“ მარიამი, რომ კარგად მღერის და მან სცენაზე მიწვევაც იქვე მიიღო. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვერსია, რომ ეს ბედნიერი შემთხვევითობა კი არა, დადგმული იყო და შოუს ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა იმაზე კი ყველა თანხმდება, რომ მარიამის დებიუტი დიდ სცენაზე წარმატებული გამოდგა და მან თიკა ფაცაციასგან დამსახურებულად მიიღო ოქროს ღილაკი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close