სამზარეულო

ფუმფულა და გემრიელი ოლადები საუზმისთვის – საუკეთესო რეცეპტი

ბევრი დიასახლისი ჩივის, რომ ოლადების გამოცხობა არ გამოსდის, რადგან ცომი კარგად არ იწევს მაღლა და ოლადები ვარდება. ახლა გაგაცნობთ რეცეპტს, რომლითაც საუცხოო ოლადებს გამოაცხობთ და თქვენი ოჯახის წევრებს საუზმეზე გაანებივრებთ. ცივ სეზონზე განსაკუთრებით სასიამოვნოა საუზმეზე გემრიელი ოლადები ცხელი ყავასთან ან ჩაისთან ერთად.

მასალად დაგჭირდებათ:

კეფირი ან მაწონი – 1 ჭიქა (250 მლ);

კვერცხი – 2 ცალი (საშუალო ზომის);

შაქარი – 2-3 სუფრის კოვზი (იმის მიხედვით, რამდენად ტკბილი გიყვართ);

მარილი – ნახევარი ჩაის კოვზი;

სოდა – ნახევარი ჩაის კოვზი;

უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი – 1,5 ჭიქა (240-250 გ);

ვანილი – სურვილისამებრ;

ზეთი – ოლადების გამოსაცხობად.

მომზადება:

მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჯამში 2 კვერცხი (ცილაც და გულიც), შაქარი და მარილი და კარგად ავთქვიფოთ, დაახლ. 3-4 წუთი საკმარისი იქნება. დავუმატოთ კეფირი (მაწონი) და კარგად ავურიოთ. ჯამი დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და მიღებული მასა დაახლ 40%-მდე შევათბოთ, თან ვურიოთ.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და ნელ-ნელა ჩავაყაროთ ფქვილი და სოდა (სოდა წინასწარ შევურიოთ ფქვილში), თან კარგად ვურიოთ, რომ  კოლტები არ წარმოიქმნას. ამის შემდეგ ცომი გავაჩეროთ 20-30 წუთი – მეტად აღარ უნდა მოურიოთ.

გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი დაახლოებით 4-5 მილიმეტრზე (ნაკლებიც შეიძლება, მაგრამ რაც მეტია ტაფაზე ზეთი, მით კარგად ამოფუვდება ჩვენი ოლადები). ზეთდასხმულ გახურებულ ტაფაზე სუფრის კოვზით მოვათავსოთ ცომი ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს (ცომს აღარ ამოურიოთ და ტაფაზე მოსათავსებლად გვერდებიდან ფრთხილად ამოიღეთ ჯამიდან), ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2 წუთი, სანამ არ დაიბრაწება, შემდეგ გადავაბრუნოთ, დავაფაროთ თავსახური და კიდევ 1-2 წუთი ვაცხოთ. თავსახურის გარეშეც შეიძლება, მაგრამ თავსახურს თუ დააფარებთ, უფრო ფუმფულა გამოვა.

მზა ოლადები გადმოვიღოთ სამზარეულოს ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი ქაღალდის ხელსახოცმა შეიწოვოს.

მიირთვით არაჟანთან, ჯემთან, ხილფაფასთან, ნებისმიერ მურაბასთან, თაფლთან ან შოკოლადის კრემთან ერთად – რაც მოგწონთ. ძალიან უხდება ერთად არაჟანი და წითელი მოცხარის მურაბა.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close