პოლიტიკაიტალია

იტალიასა და შვეიცარიას შორის საზღვარი დადნა – მეზობლები შეცვლილ საზღვარს გაავლებენ

შვეიცარია და იტალია იძულებულები გახდნენ, ალპებზე გამავალი სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი გადაეტანათ. ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების დნობა გახდა, რამაც იმ მთის ქედების ფორმა შეცვალა, რომლებზეც საზღვარი გადის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია მატერჰორნის მთის ფერდობებსა და მთის ძირზე – ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პიკი, სადაც ძალზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტი – ცერმატი მდებარეობს.

საზღვრის ცვლილების შესახებ ორმხრივი შეთანხმების პროექტი 2023 წლის მაისში მოამზადა  შვეიცარიისა და იტალიის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა.

დოკუმენტი შვეიცარიამ ოფიციალურად გასულ კვირას დაამტკიცა. მედიის ინფორმაციით, მას იტალიაც უახლოეს ხანში დაამტკიცებს, შეთანხმების ხელმოსაწერად ამჟამად ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს. შვეიცარიაში განაცხადეს, რომ იტალიასთან საზღვრების გადახედვა ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს შეესაბამება და ეს ორ ქვეყანას დაეხმარება, დაადგინონ, რომელი სახელმწიფოა პასუხისმგებელი კონკრეტული ბუნებრივი ტერიტორიის დაცვაზე.

გადაუდებელი ცვლილებაა: შვეიცარიამ უნდა დააკორექტიროს თავისი საზღვარი იტალისა, კონკრეტულად ცერმატის რაიონში.

გარდა ამისა, ჟენევის კანტონი თავის საზღვარს შეცვლის საფრანგეთთან. ამ ცვლილების მიზეზია მდინარეების რენატურალიზაცია.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close