ჰოროსკოპი

მწარე სიმართლე: გაიგეთ, რა არის თქვენი მთავარი ნაკლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს, გარდა ნათელი უპირატესობებისა და ძლიერი თვისებებისა, აქვს ბნელი მხარეც – ნაკლოვანებები. რა არის თქვენი მთავარი ნაკლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? მოისმინეთ და თვალი გაუსწორეთ მწარე სიმართლეს და იქნებ შეძლოთ ნაკლის გამოსწორებაზე მუშაობა.

ვერძი

ვერძებს აქვთ დიდი გამძლეობა და მიზანდასახულობა, მაგრამ ხშირად ვერ ხედავენ რაიმე დაბრკოლებას მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ისინი ეგოისტები არიან და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. არ გადაეღობოთ ვერძს გზაზე და არ მოხვდეთ მისი მოქმედების არეალში, რადგან ვერძის მთავარი ნაკლი აგრესია და თავშეუკავებლობაა. ისინი, ფაქტობრივად, ცეცხლივით იფეთქებენ, თუ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ მიდის.

კურო

კურო კარიერულ წარმატებას ძალიან ადრე აღწევს. კუროს ამაში თანმიმდევრულობა და შრომისმოყვარეობა ეხმარება. მათ იციან, როგორ დაზოგონ, შეინახონ და გაზარდონ კაპიტალი, მაგრამ საერთოდ არ იციან, როგორ დახარჯონ. არ იციან და არც უნდათ ხარჯვა! ზოდიაქოს ამ ნიშნის სიძუნწე არ აძლევს საშუალებას მას, ადვილად დახარჯოს ფული. კურო უპირატესობას ანიჭებს მაღალხარისხიან ნივთებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ პრესტიჟულია, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ნივთი გაცილებით დიდხანს გაძლებს და მალე არ მოუწევს ახლის ყიდვა.

ტყუპი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ბუნებით აქტიურები და ცნობისმოყვარენი არიან. ცნობისმოყვარეობა უბიძგებს მათ, ხშირად შეიცვალონ პროფესია და გარემო, ჰობი და საცხოვრებელი ადგილი. ისინი სწრაფად ეგუებიან ახალ პირობებს და ადვილად იძენენ ახალ მეგობრებს. ტყუპი მხიარული და მომხიბვლელი ნიშანია, მაგრამ ძალიან უყვარს ბევრი ლაპარაკი და მას არ უნდა ანდოთ თქვენი საიდუმლოებები, რადგან დიდი ალბათობით, ისინი მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ტყუპებს ადვილად შეუძლიათ დაივიწყონ, რომ მათ საიდუმლო გაანდვეთ და არა ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბავი ფინჯან ყავასთან.

კირჩხიბი

კირჩხიბი წყლის ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან დახვეწილი და ინტუიციურია. კირჩხიბებს აქვთ ხელოვნების ძალიან კარგი გრძნობა და საოცრად კრეატიულები არიან, მაგრამ გაურკვევლობისა და უნდობლობის გამო ხშირად უბრალო მეოცნებეებად რჩებიან. კირჩხიბი ასევე ძალიან მგრძნობიარეა. ის გრძნობს თქვენს ნებისმიერ განწყობას და შესაძლოა შემთხვევით გამოგდებული სიტყვა შეურაცხყოფად აღიქვას, ხუმრობებიც კი გულთან ახლოს მიიტანოს. მისი მთავარი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნის ჩვევაა.

ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები შეცდომებს არასოდეს აღიარებენ. მათი მთავარი ნაკლი ამპარტავნებაა. მუდმივი ყურადღებისა და განდიდების გარეშე თავს დაცარიელებულად და დეპრესიულად გრძნობენ. ამავდროულად, ოდნავი კრიტიკა ლომების მიმართ და… „პერსონა ნონ გრატა“ ხდები! ამ ნიშნის ქედმაღლობასა და ეგოიზმს საზღვარი არ აქვს, მაგრამ ღირს მათთვის დამსახურებულად პატივის მიგება, რადგან იციან, როგორ ბრწყინავდნენ და ნამდვილად აღტაცების ღირსნი არიან.

ქალწული

ქალწულები ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ. პედანტურობა, სკრუპულოზურობა, დოგმატიზმი და სიზუსტე მათ ნაკლად აღიქმება. მშვენივრად გაპრიალებული ფეხსაცმლით სტუმრად მოსული ქალწული თქვენთანაც შეეცდება წესრიგის აღდგენას და თუ თავად არა, მაშინ დაგარწმუნებთ ან დახვეწილად და ტოქსიკურად მიგანიშნებთ ამის შესახებ. მათ თავდადებულად ზრუნვა შეუძლიათ მათთვის, ვინც უყვართ. ამავე დროს, იდეალისტ ქალწულებს შეუძლიათ დიდხანს უყურონ ადამიანებს მახვილი თვალით და გაღიზიანდნენ მათი წარუმატებელი სტილის ან გაუუთოებელი ტანსაცმლის გამო.

სასწორი

სასწორები ესთეტებად და ჰედონისტებად იბადებიან. მათ უზომოდ უყვართ ლამაზი და ექსკლუზიური ნივთები, ელეგანტური და პრესტიჟული ადგილები, კრეატიული და ექსცენტრიკული ადამიანები, როგორებიც თავად არიან. სასწორებს, პრაქტიკულად, არ აქვთ ნაკლოვანებები, გარდა ყველასთვის სიამოვნების სურვილისა და იშვიათი ჭირვეულობისა. პირველთან დაკავშირებით ისინი ახერხებენ მტრების გამოწვევას. როდესაც სასწორის ნაცნობები ან კოლეგები დაპირისპირებაში არიან, ისინი არჩევანს ვერ აკეთებენ კონფლიქტურ მხარეებს შორის და ცდილობენ, ყველასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ, რაც ადრე თუ გვიან ორივე მხრიდან ღალატად აღიქმება. მდიდრული ნივთებისადმი სიყვარულის გამო სასწორები ხშირად რჩებიან უფულოდ.

 

მორიელი

ტოქსიკურობაზე საუბრისას მაშინვე მორიელი გაგახსენდებათ. რატომ არიან მორიელები ასეთები? ეს ყველაფერი შიშსა და კომპლექსებზეა დამოკიდებული. მორიელებს ეჩვენებათ, რომ თუ მათ არ ექნებათ ძალაუფლება სხვა ადამიანებზე, მაშინ მათზე ძალაუფლება ექნებათ სხვა ადამიანებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ სურთ და ყოველმხრივ ცდილობენ, არ დაუშვან. მორიელის ტირანია საშინელი და დაუნდობელია. თუ შემთხვევით გახდებით მორიელის მტერი, ნუ ელით შეწყალებას, ის თქვენ გაგანადგურებთ! მორიელები, უბრალოდ, აღმერთებენ ინტრიგებს. მორიელზე უფრო ცბიერი და საშიში მოთამაშე არ არსებობს. მათ ხშირად შურთ სხვებისა და ცდილობენ, მიზანს ნებისმიერი გზით მიაღწიონ.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ზედმეტად პირდაპირია, არაფერს დაგიმალავთ, რადგან ამ ზოდიაქოს ნიშანმა, უბრალოდ, მოტყუება არ იცის. მისი ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია. პირდაპირობას კი სიმშვიდის ნაკლებობაც შეიძლება დაემატოს. „დიდი ბავშვი“ მშვილდოსანი არასოდეს ზის ერთ ადგილზე და არ არის მზად, შეასრულოს დაპირებები, თუ ისინი მოულოდნელად მოსაწყენად მოეჩვენება. ურჩევნია გულახდილად გითხრათ ყველაფერი და წავიდეს. ის, რაც მშვილდოსნებს არ ეზარებათ – მოგზაურობაა.

თხის რქა

თხის რქის მფარველი პლანეტა სატურნია, რომელიც თავის „შვილებს“ წარმოუდგენელ შრომისმოყვარეობას, კონცენტრაციის უნარს და სერიოზულობას ანიჭებს. თხის რქების სიმშვიდე მათი სავიზიტო ბარათია. ამით გარშემო მყოფები ფიქრობენ, რომ ისინი, უბრალოდ, ცივები და წინდახედულები არიან. თხის რქებს ძალიან უჭირთ, წყენის დროს არაფერი გაგრძნობინონ, მათ, ზოგადად, უჭირთ ემოციების კონტროლი. გულგრილობა მათი მთავარი ნაკლია. არანაკლებ გამაღიზიანებელია თხის რქის სიჯიუტეც.

მერწყული

მერწყული სავსეა ბრწყინვალე იდეებით და ყოველთვის ეძებს ახალ გამოცდილებას. წარმოუდგენლად რთულია მისი ერთ ადგილზე დაკავება, რადგან მერწყულის მოწოდებაა, იყოს აღმომჩენი, მკვლევარი, ნოვატორი. გარშემო მყოფებს ყოველთვის არ ესმით მერწყულის გენიალურობა. ძალიან ხშირად ისინი, უბრალოდ, ექსცენტრიკოსებად და მეოცნებეებად ითვლებიან. შესანიშნავი ანალიტიკური უნარები მერწყულებს საშუალებას აძლევს, ძალიან მარტივად გამოავლინონ სხვა ადამიანების საიდუმლოებები. ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ ბუნებრივი ეშმაკობა და წარმატებით იყენებენ ამ თვისებას თავიანთი მიზნების მისაღწევად.

თევზები

თევზები ზედმეტად ემოციურები არიან და თხის რქებისგან განსხვავებით, პირიქით, უჭირთ ემოციების დამალვა. როგორც ჩანს, ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის უკმაყოფილონი არიან რაღაცით. თევზები ყველაფერს აზვიადებენ და დრამატიზებას ახდენენ. სავარაუდოდ, ემოციების ზედმეტად მკაფიოდ გამოხატვის მიდრეკილების გამო, თევზები ზარმაცები არიან, რადგან დემონსტრაციაზე ხარჯავენ თავიანთი ენერგიის ლომის წილს. მათ უჭირთ, თავი დააღწიონ ილუზიებს და რეალურ სამყაროში იცხოვრონ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close