ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ტრეფიკინგის ბრალდებით ათენში 26 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს

ავსტრიის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ცნობით, ათენში 26 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას, გერმანული გამოცემა Volks Blatt-ი ავრცელებს

გამოცემის ცნობით, დაკავებულ მამაკაცს ბრალად ედება 29 ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშ პირობებში, სატვირთო მანქანის მაცივრით უკანონო გადაყვანა.

„ავსტრიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ინტენსიური გამოძიების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ათენში 26 წლის ქართველი დააკავეს.

პროკურატურამ დაკავების ორდერი კონტრაბანდის ბრალდებების საფუძველზე მიიღო.

მამაკაცს ბრალად ედება 29 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის გადაყვანა სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიშ პირობებში.

სატრანსპორტო საშუალება რენოს მარკის სპეციალურად გადაკეთებული სატვირთო მანქანა იყო, მაცივრითა და იმპროვიზირებული სავენტილაციო სისტემით, რომლის მართვა მხოლოდ ხელით შეიძლებოდა“, – წერს გამოცემა.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close