ვიდეოხელოვნებასაქართველო

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე 11 წლის ანდრია ფუტკარაძე წარადგენს (ვიდეო)

საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2024-ზე პროექტ „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.

11 წლის ანდრია ბათუმელია – იგი აჭარის დედაქალაქში დაიბადა 2013 წლის 11 ივნისს. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან უკვე არის ვოკალურ ანსამბლ „ზღვის შვილების“ წევრი.

ანდრია ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში სწავლობს ფორტეპიანოს განხრით. „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული იგი 2024 წლის 26 მაისს გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საბავშვო ევროვიზიაზე ნიცაში, ზედიზედ მეორედ, საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, წლევანდელი ფესტივალი ესპანეთში გაიმართება – France Télévisions-მა კონკურსის ორგანიზება წელს ესპანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Radiotelevisión Española /RTVE) გადასცა, რომელიც ამ კონკურსს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ესპანეთის წარმომადგენელი შარშან მეორე ადგილზე გავიდა. 

საბავშვო ევროვიზია 16 ნოემბერს მადრიდში, Caja Mágica-ს დარბაზში ჩატარდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close