მსოფლიოხელოვნება

რატომ არ გაიმართება საფრანგეთში საბავშვო ევროვიზია – ვინ უმასპინძლებს 2024 წელს ევროშოუს

რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზია 2024 წლის ბოლოს ესპანეთში გაიმართება. ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Radiotelevisión Española (RTVE) ამ კონკურსს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.

გასულ წელს ნიცაში ესპანეთმა მეორე ადგილი დაიკავა, კონკურსი ფრანგმა კონკურსანტმა მოიგო, თუმცა France Télévisions-მა კონკურსის ორგანიზება წელს RTVE-ს გადასცა.საბავშვო ევროვიზიის წესები არ ავალდებულებს გამარჯვებულ მაუწყებელს, უმასპინძლოს კონკურსს შემდეგ წელს, როგორც ეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსშია.

ესპანეთის წარმომადგენელმა საბავშვო ევროვიზიის ფესტივალში 2004 წელს გაიმარჯვა..

„საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვებიდან ოცი წლის შემდეგ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ საბოლოოდ კონკურსს ესპანეთში ჩავატარებთ. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ RTVE უმასპინძლებს კონკურსს“, – განაცხადა საბავშვო ევროვიზიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მარტინ ოსტერდალმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close