საბერძნეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედგაცრუებული ან გულგრილია პოლიტიკის მიმართ – სოციოლოგიური კვლევა
საბერძნეთში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედგაცრუებული ან გულგრილია პოლიტიკური სისტემის მიმართ.
Greek Mega TV- ის მიერ ჩატარებული კვლევით, ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისგან მოსახლეობის 59,5 პროცენტის თავშეკავება პოლიტიკური არჩევანი იყო. გამოკითხულთა დაახლოებით 42% აცხადებს, რომ პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შეიკავა თავი, ხოლო 47%-მა განაცხადა, რომ გულგრილია პოლიტიკის მიმართ.
გარდა ამისა, გამოკითხულთაგან ათიდან თითქმის შვიდმა უარყოფითად შეაფასა მემარჯვენე ცენტრისტული „ახალი დემოკრატიის“ მთავრობა (EPP), ათიდან რვამ კი – მთავარი ოპოზიციური პარტია „სირიზა“ (ევროკავშირის მემარცხენე).
გამოკითხვის მიხედვით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ქვეყნის სათავეში ყველაზე „შესაფერის“ პოლიტიკოსად რჩება. მას გამოკითხულთა 33-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, მაგრამ ამდენივემ განაცხადა, რომ ხმას „არავის“ მისცემდა.
„ახალი დემოკრატია“ კვლავ კარგავს პოპულარობას, მაგრამ არც ოპოზიციის პოპულარობა იზრდება. 30,4-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა მმართველ პარტიას, 13,8 პროცენტმა – „სირიზას“, 12,9 პროცენტი კი „პასოკის“ სოციალისტებს ემხრობა.
1tv.ge
კომენტარები