„საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს! რა თქმა უნდა?!“ – კვარაცხელიას წერილი The Players’ Tribune-ში
The Players’ Tribune-ი არის პლატფორმა, რომელიც სპორტსმენებს გულშემატკივრებთან უშუალო კონტაქტის დამყარების საშუალებას აძლევს. The Players’ Tribune-ის ვებგვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას წერილი გამოქვეყნდა, რომელიც ქართულად, ინგლისურად და იტალიურად შეგიძლიათ წაიკითხოთ.
To read in English, click here.
Per leggere in italiano, clicca qui.
კარგი, მოდი ასეთი რამე ვცადოთ.
კითხე ნებისმიერ ქართველს, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს.
ჩვეულებრივ, გამვლელ ქართველს. პატარა ბავშვს, მაღაზიის გამყიდველს… არ აქვს მნიშვნელობა.
კითხე! იცით რა მოხდება?
ჯერ, სანამ გიპასუხებენ … შეგხედავენ. ეს ნეტა გიჟი ხო არააო?
ვინ მოიგებსო??
„საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა.“ რა თქმა უნდა.„
მოგაშტერდებიან ასეთი კითხვის დასმისთვის: დებილი ხომ არ ხარ?
„საქართველო თუ არა – ვინ მოიგებს?!?!?!“
„სულელი ხარ. ძალიან სულელი“.
ზოგი ამბობს: „ეს ხომ პირველად გადიხართ ევროპის ჩემპიონატზე?“
არა უშავს! არ აქვს მნიშვნელობა!
„საქართველო მოიგებს!“ ასე გიპასუხებს მოხუცებული ქალბატონი.
ქართველები ასეთები არიან. ყველაფერში.
იცი, რომელია საუკეთესო სამზარეულო?
ესპანური? იტალიური? იაპონური? ჰაჰაჰაჰა.
ქართული!!!!!
საუკეთესო მუსიკა?
ქართული!!!!
მართლა, არ ვიცი რატომაა ასე. ალბათ უფლისგან მოდის. თითქოს ასეთებად ვიბადებით. საქართველოში ყველაფერი საუკეთესოა.
მეც ასე ვამბობ.
ასე რომ, ჩემთვის… რა თქმა უნდა ხინკალი საუკეთესო კერძია და რა თქმა უნდა შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მე არ გამოვრიცხავ!
ახლა ჩემი აქ ყოფნა გამაოგნებელია. დიდი არ ვარ, ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, მაგრამ ბევრი ღელვა გამოვიარე – ცხოვრებაში, ფეხბურთში. სერიოზული რბოლა, ნამდვილი ამერიკული მთები, თუ რა ქვია იმ ატრაქციონს? Roller coaster. ასეთია ჩემი ცხოვრება.
მოგიყვები.
გააგრძელე კითხვა აქ: theplayerstribune.com/posts/khvicha-kvaratskhelia-georgia
კომენტარები