საბერძნეთი

ათენს ზაფხულის პირველი სითბური ტალღა დაატყდა თავს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ძლიერი სიცხეა… ზაფხულის პირველი სითბური ტალღის გამო დაიკეტა გარკვეული ტურისტული ობიექტები, სკოლებში კი დროებით შეწყდა სწავლა. საჯარო მოხელეებსა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს გამაფრთხილებელი შეტყობინებები დაეგზავნათ – სახლიდან მუშაობის რეკომენდაციით. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში დღეს ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენს სითბური ტალღა დაატყდა თავს. ტურისტებისთვის დროებით დაიკეტა აკროპოლისი, სადაც უძველესი არქეოლოგიური ძეგლი – პართენონის ტაძარი მდებარეობს. სკოლებში შეჩერდა სწავლა, მთელ ქალაქში კი მედპუნქტები მოეწყო. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში დღეს 43 გრადუს სიცხეს ელიან. ქარს ჩრდილოეთ აფრიკიდან ცხელი ჰაერის მასები და მტვერი მოაქვს. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები მოქალაქეებს წყლით ამარაგებენ.

ადგილზე მისული ტურისტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რადგან ხელისუფლებას დროულად არავინ გაუფრთხილებია მოსალოდნელ ზომებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ტურისტი სტივენი ამბობს, რომ მათთვის არავის უთქვამს, რომ ეს ადგილი დაკეტილი იქნებოდა. ბილეთი, რომლითაც 12-იდან პირველ საათამდე უნდა შესულიყო, წინა დღით სალაროში შეიძინეს, თუმცა შესვლა მაინც ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინება გაუგზავნა საჯარო მოხელეებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, რომ სახლიდან იმუშაონ, სანამ სითბური ტალღა არ მინელდება. ათენის მუნიციპალური ცენტრები ასევე ახანგრძლივებენ სამუშაო საათებს, რათა მოქალაქეებმა კონდიციონერით გაგრილებულ სივრცეებში მეტი დრო გაატარონ.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close